ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა? – კახა კახიშვილი

3011
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნებისმიერმა ადამიანმა და იურისტმა იცის როგორ იცვლება ხელისუფლება, ეს არის უტოპიური განცხადება, მიკვირს ისეთი ადამიანებისგან ასეთი განცხადების გაჟღერება, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რადგან იურისტები არიან. მე ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა? – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას და გამოეხმაურა ინიციატივას ე.წ ეროვნული მთავრობის შექმნის შესახებ, რომელიც 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვილია”-ს წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა.

“ეროვნული მთავრობის შერჩევა მე ვიცი საარჩევნო ყუთთან,როდესაც ყველ მოქალაქეს უფლება აქვს მივიდეს და შემოხაზოს სასურველი კანდიდატი. ეს არის ცნება, როდესაც მოსახლეობა პირდაპირ იღებს მონაწილეობას ხელისუფლების შერჩევაში“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE