ვიოლა ფონ კრამონის თქმით, მოლდოვასა და უკრაინისთვის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს

853
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა ძალიან იაფია. ამის შესახებ მან გამოცემა “Euractiv“-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ნება მომეცით ასე განვაცხადო: გადაწყვეტილება მოლდოვასა და უკრაინაზე ძალიან იაფია. გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ააფრად ღირს. მათ შეუძლიათ სამუდამოდ იყვნენ ამ კანდიდატის სტატუსით მოსაცდელ ოთახში, როგორც ვნახეთ თურქეთთან და დასავლეთ ბალკანეთთან ერთად. კანდიდატის სტატუსი ყველაზე მცირეა, რაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ფინანსური ვალდებულებების გარეშე. რა თქმა უნდა, კარგია ევროკავშირის ერთიანობა და უკრაინელებისთვის – მიზანი, როცა ისინი ამ საშინელ ომს ებრძვიან.

საქართველოსთან დაკავშირებით ქვეყანას პრობლემა აქვს. წარსულში ის ყოველთვის ლიდერობდა, როცა საქმე რეფორმებს, ანტიკორუფციას, საზოგადოების მოდერნიზაციას ეხებოდა. მაგრამ ახლა ისინი სრულიად არასწორი მიმართულებით წავიდნენ. და ნაცვლად უფსკრულის დახურვისა, ისინი ხსნიან უფსკრულს, რაც ართულებს ევროსაბჭოს მიერ მათთვის იგივე სტატუსის მინიჭებას, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვს.

სამართლიანია იმის თქმა: ჯერ შეასრულე შენი საშინაო დავალება და შემდეგ ჩვენ მოგცემთ იგივე კანდიდატის სტატუსს, როგორც დანარჩენ ორს.” – ამბობს კრამონი.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE