ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი? (ვიდეო)

1446
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2020 წლის 6 ნოემბერს გავრცელდა თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარი, რომელშიც ის დირექტივას გასცემს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და როგორ აიღონ ხელში ძალაუფლება.

აღნიშნულ აუდიოჩანაწერში ალასანია საუბრობს 5 პუნქტიან გეგმაზე, რომლის მთავარი შემადგენელია ე.წ დროებითი მთავრობის შექმნა, მოქმედი ხელისუფლების (ქართული ოცნების) ლეგიტიმაციის არცნობა, სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, არავითარი დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა.

ამ სცენარმა მაშინ ვერ იმუშავა, რადგან ჩანაწერი გასაჯაროვდა და ოპოზიციამაც ვერ შეძლო ძალების მობილიზება და ე.წ ნეიტრალური ამომრჩევლის დარწმუნება.

2022 წლის 21 მარტს, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაზაფხულზე, ხელისუფლება უნდა გაუშვან მოუსავლეთში, შეიქმნას ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომლის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.

​”მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხედვით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, არის თავის აგდება. ვერასდროს ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ, როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რომ რაიმე გავაკეთებინოთ, ასევე პუტინის გაგრძელებებს ჩვენ ვერ ვაიძულებთ, რომ მოვთხოვოთ, ვის უნდა მოვთხოვოთ პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე.

ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის შეიძლება იყვნენ წარმომადგენლები “ქართული ოცნებიდანაც”, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი, როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული, მომზადებული. იმისათვის, რომ ის მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს, ჩვენ არ გავუშვათ. “ თქვა სააკაშვილმა 21 მარტს, მის სასამართლო პროცესზე.

2022 წლის 24 ივნისს, ამჯერად შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა ე.წ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის იდეა, რომელიც, როგორც უკვე ვნახეთ, ჯერ მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ წამოწია ჯერ კიდევ 3 წლის წინ, შემდეგ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა და ამჯერად შოთა დიღმელაშვილმა.

აშკარად იკვეთება, რომ 20 და 24 ივნისის აქციების ტაქტიკა არის შეცვლილი და ორგანიზატორები იმის შიშით, რომ ხალხის რაოდენობამ არ იკლოს, ტრიბუნასთან არ უშვებენ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს,  რადგან ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ როგორც კი “ერთი კაცის” სახელის შეძახილები ჟღერდება, მრავალათასიანი აქცია, რამდენიმე დღეში 100 კაციან შეკრებად იქცევა და მარგინალიზდება, ხოლო მიზანი კვლავ მიუღწეველი რჩება.

ამაზე მეტყველებს ეს ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ჩანს, რომ გიგა მაქარაშვილი ცდილობს დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რათა არ გამოჩდნენ აქციაზე, რადგან ეს დააგდებს მუხტს და შეამცირებს ხალხცის რაოდენობას:

საზოგადოებას ახსოვს მოძრაობა “სირცხვილია”-ს მრავალდღიანი აქციები, რომელიც თავდაპირველად მრავალრიცხოვანი იყო, მომდევნო დღეებში კი მასობრივად იკლებდა.  იყო მცდელობები, რომ მუდმივად გაგრძელებულიყო, შეიცვალა ფორმატები, თუმცა დამფინანსებლების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და ტელეაქციებიც წარსულს ჩაბარდა, არც შოთა დიღმელაშვილი ჩანდა ასპარეზზე.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღება კარგი საბაბი იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომ ძალაუფლების ხელში ასაღებად რაღაც მიზეზი ჰქონოდათ, სწორედ ამ სახელით დაიგეგმა და გაიმართა ხალხმრავალი აქცია 2022 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, სადაც მართლაც ბევრი მოქალაქე მივიდა გულწრფელი განცდით, რომ მას სურს ევროკავშირი და ევროპული ფასეულობები, თუმცა დღეს, ნელნელა იკვეთება თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის სახელით გამართულ აქციებში.


ავტორი: გიორგი ლაღიძე – Multimedia.ge

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE