ორივე მოთხოვნა არასერიოზულია, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა,  ამ აქციის ორგანიზატორები არიან – იაგო ხვიჩია

658
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ სხვა ვინმეს წარმოადგენს, წარმომადგენლის სახლში წასვლას რომ ითხოვ არასერიოზულია.”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი “გირჩიდან” იაგო ხვიჩია და ეხმიანება საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ე.წ დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ასევე არასერიოზულია. არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არჩევს? ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი? რატომ ვენდობით ამ ხალხს? ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე? “ქართული ოცნების” პარლამენტი? რა მოთხოვნაა თავისი შინაარსით, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა,  ამ აქციის ორგანიზატორები არიან. ამ მოთხოვნების დაყენებით ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ეს ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს, ფაქტობრივად ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ამ ქვეყანაში. ეს ხალხი, პარალელურად სხვას აბრალებს “ქართული ოცნების” სატელიტობას, თუ წარმომადგენლობას. ამაზე უფრო დიდი საქმე “ქართული ოცნებისთვის” რა უნდა იყოს”. – წერს იაგო ხვიჩია.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE