ჩვენ რომ მოვინდომით აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს; ხალხის სახელით რომ გელაპარაკებიან მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ, სასაცილოა

294
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ჩვენ რომ მოვინდომით აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ 27 ივნისს, ტელეკომპანია “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას.

მან კომენტარი გააკეთა 20 და 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, “შინ ევროპისკენ” ეგიდით გამართულ აქციაზე და აღნიშნა, რომ პირველ შეკრებაზე ბევრი ადამიანი მივიდა, რადგან ეს იყო ევროპის სახელით, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჟღერდა კონკრეტული  პოლიტიკური მოთხოვნების ხალხის, რაოდენობამ იკლო.

“პირველი აქცია ჩატარებული იყო ევროპის იდეის გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ “ნაც.მოძრაობა” იყო ორგანიზატორი, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა “სირცხვილია”,  რომელიც შემდეგ გადაიყვანეს პოლიტიკურ მოთხოვნებში და ვნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა ამ აქციის შემადგენლობა.

ეს არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ. თუ საუბარია ხალხის რაოდენობაზე, მათ, თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი, ჩვენ რომ მოვინდომით აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, თუმცა ამ ეტაპზე პაექრობაში შესვლას არ ვაპირებთ. ხალხის სახელით რომ გელაპარაკებიან მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE