თბილისის მერია პუშკინის სკვერის განახლებით სამუშაოებს იწყებს

215
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დედაქალაქის მერიამ პუშკინის სკვერის აღდგენის პროექტი დაიწყო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება.

ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა
გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის
სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება:
ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა
სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

ფოტოზე ნაჩვენებია მომავალი სკვერის ნიმუში.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE