ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია – კელი დეგნანი დავით არახამიას ბრალდებებზე

1506
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამერიკის ელჩი კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა დავით არახამიას ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით რაც რუსეთისთვის ირიბ დახმარებას გულისხმობდა.

დეგნანის თქმით, ასეთი საკითხების განხილვა ორ ქვეყანას შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიით, მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე უპასუხა ამ ბრალდებებს, ხოლო დავით არახამიას არანაირი ტკიცებულება არ წარმოუდგენია.

„ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. აქამდეც მითქვამს, რომ ასეთი ტიპის საუბრები უნდა მიმდინარეობდეს მთავრობებს შორის და არა მედიის მეშვეობით.

საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოვუწოდებ მათ, განიხილონ ეს საკითხი ორმხრივ დონეზე, დიპლომატიური არხებით. ვიმეორებ, საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი გადაუჭრელი დისკუსია მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის, ახლა არაა იმის დრო, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ახლა საჭიროა, რომ ორივე ქვეყანა მათი საერთო ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE