“ქართულ ოცნებას” და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი

1332
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართულ ოცნებას” და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს.

„მათ თქვეს ასეთი რამ, რომ ის ინფორმაცია, რაც არის სიმართლე და რაც სათქმელია საზოგადოებისთვის, არასაკმარისი დოზით გამოდის გარეთ კულისებიდან. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ხდება ასე, რომ ყველა პოლიტიკური მოვლენა არ გამოდის საჯაროდ – რაღაც რჩება კულისებში. ყოველთვის არის ის, რაზეც საუბარი შეუძლებელია. ისინი ამას ეთანხმებოდნენ, მაგრამ, მათივე აზრით, არსებობს რაღაც საკითხები, რაზე ლაპარაკიც ალბათ მეტად წაადგება გუნდს, ქვეყანას, საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და ა.შ. ერთადერთი განსახილველი და საკამათო საკითხი ეს იყო. სხვა არანაირი პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ თუ „ქართულ ოცნებაში“, ჩვენი პარტიის ქოლგის ქვეშ იქნებიან, რაღაცაზე, რაც, მათი აზრით, სათქმელია, ვერ ისაუბრებენ. ამაში ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ისინი ტოვებენ პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს, მაგრამ არა მანდატებს, და განმარტავენ, რომ ამ ქმედებით შესაძლოა კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებენ, ვიდრე აქამდე. , – განაცხადა მდინარაძემ.

ამ თემაზე:

დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, თუ რატომ ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია “ქართულ ოცნებას

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE