ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურების პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრო

675
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ვახშმის დაწყებამდე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდა, რომელიც ასევე ესწრება აღნიშნულ სამიტს.

 

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE