ალეკო ელისაშვილი 3 ივლისის აქციას აღარ შეუერთდება

5395
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ალეკო ელისაშვილი 3 ივლისის აქციას აღარ შეუერთდება. მისივე თქმით, იგივე განწყობაა მის პარტიაშიც, რადგან გაუგებარია

„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც.  ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს.

გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. 6 თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE