საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა აშშ-ის გუნდი დაამარცხა

გაზიარება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს უმასპინძლა და 22:7 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ,,ბორჯღალოსნებმა” 12:7 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა კიდევ უფრო იმარჯვეს და საბოლოოდ მეტოქე 15-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 26 აგვისტოს გაიმართება.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *