უკრაინელმა პოლიციელმა ქართველი მამაკაცი ცოლისა და შვილების თვალწინ მოკლა (ვიდეო)

გაზიარება

უკრაინაში, ქალაქ დნიპროს პოლიციელმა, ცოლისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა წარმოშობით ქართველი, 38 წლის ჯუმბერ სილაგავა.

უკრაინული გამოცემა NV.UA-ს ინფორმაციით, 2023 წლის 29 აგვისტოს,  ავტომანქანა “იაგუარი”, რომელსაც სილაგავას უკრაინელი მეუღლე მართავდა, პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერა, რა დროსაც, მათივე ცნობით, ჯუმბერ სილაგავა სამართალდამცველების მიმართ აგრესიულად იქცეოდა და იყო არაფხიზელ მდგომარეობაში.

დაპირისპირების დროს, პოლიციამ ჯუმბერ სილაგავას ზურგში ესროლა, რა დროსაც ის ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობის სცენა გადაიღო მოკლულის მცირეწლოვანმა შვილმა, რომელიც ასევე მანქანაში იმყოფებოდა.

მომხდარის შემდეგ დააკავეს პოლიციელი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

მომხდარს გამოეხმაურა დნიპროს მერი, ბორის ფილატოვი, რომელიც ამართლებს პოლიციელის ქცევას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე ვრცელდება უკრაინელი პოლიციელი ქალის ფოტოც, რომელიც გავრცელებული ცნობით, დაპირისპირებისას დაშავდა.