გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს – პრემიერი

274
წაკითხვა/ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დიდგორობის დღესასწაულს ულოცავს:

„გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს!. ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა.

საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას.

გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!:– წერს პრემიერი

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE