გასაგებია, რომ {ბიძინა ივანიშვილი} უკვე უმძიმეს სტადიაშია, მაგრამ ასეთი სინდისნამუსგარეცხილები როგორ ხართ, ვინც ამ ნაბოდვარს ხელს აწერთ?

2458
წაკითხვა/ნახვა

“ოცნებიდან” წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს.”- ასე აფასებს დავით ზურაბიშვილი წერილს, რომელიც მოძრაობა “ხალხის ძალამ” გაავრცელა 11 აგვისტოს.

“ამერიკის საელჩო ახდენდა თურმე პარლამენტის ბოიკოტის ორგანიზებას ოპოზიციის მიერ და ეს მაშინ, როცა მთელი საელჩო ყოველდღე მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და ოპოზიციონერები კელი დეგნანს ლამის ქოცს ეძახდნენ.
მაგრამ ეს ყველაფერი გაოთხებული სამეულის აზრით იყო თამაში, სინამდვილეში კი სამი წელია (sic!) ამერიკის საელჩო ცდილობს საქართველო ჩაითრიოს რუსეთ-უკრაინის ომში და ამ მიზნით ცდილობს ნაცების მოყვანას ხელისუფლებაში.
ამერიკის საელჩო, ანუ ამერიკის სახელმწიფო.

მსოფლიოს უძლიერესი ზეახელმწიფო სამი წელია ცდილობს ნაცების მოყვანას ხელისუფლებაში, რადგან თავიდანვე ემზადებოდნენ ომისთვის.

ანუ რუსეთმა რომ ომი დაიწყო ეგეც ამერიკის ბრალია, რადგან ჯერ კიდევ სამი წლის წინ ჩიფიქრეს ეს და წააქეზეს და შეაიარაღეს უკრაინა (შეიარაღება მაინც როგორ გაბედეს ამ ბოზებმა?).

ამიტომაც არ რიცხავს შვეიცარიის ბანკი ფულს და ამიტომ გაიძახის თურმე ცუდ რაღაცეებს ომბუდსმენი ლომჯარია.

მოკლედ ბოდვა მინახავს, პოლიტიკური ბოდვაც მინახავს, მაგრამ ამისთანა არაფერი არ მინახავს.

გასაგებია, რომ ის ბრძენი კაცი {ბიძინა ივანიშვილი} უკვე უმძიმეს სტადიაშია, მაგრამ ასეთი სინდისნამუსგარეცხილები როგორ ხართ, ვინც ამ ნაბოდვარს ხელს აწერთ და ახლა კიდევ უნდა გააპიაროთ და გააჯაზოთ? ქვეყნის და სახელმწიფოს ღალატი სხვა კი არაფერი არ არის.”- წერს დავით ზურაბიშვილი.

ამ თემაზე:

კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა – მოძრაობა “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE