გიორგი ბარამიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სამების აშენება ხელისუფლებაში მოსასვლელად სჭირდებოდა (ვიდეო)

596
წაკითხვა/ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სამების აშენება ხელისუფლებაში მოსასვლელად სჭირდებოდა. ამის შესახებ მან ტვ “პირველი”-ს ეთერში, 11 აგვისტოს განაცხადა.

“სამება იმიტომ კი არ ააშენა, რომ მართლა ღმერთის სწამს და ქრისტეს ცნებები ძვირფასია და უნდა, რომ ნამდვილ ქრისტიანებად აღზარდოს თავისი ოჯახი ან გარემოცვას უბიძგოს ამ ფასეულობების პატივისცემისკენ, რა თქმა უნდა არა, მას სჭირდებოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ისევე როგორც რეჟისორებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს ფულს აძლევდა, უნდოდა მათი მხარდაჭერა ეყიდა ან სიჩუმე”– განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE