დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

242
წაკითხვა/ნახვა
აფეთქება დიდ დიღომში ~

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ განაცხადა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ.

მისი ცნობით, ახალგაზრდა ქალს აქვს სხეულის კრიტიკული დამწვრობა, სასუნთქი გზების თერმული დაზიანება გამოხატული დამწვრობის შოკით და აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ ჯგუფს.

მისივე ცნობით, ასევე მძიმეა შვილის მდგომარეობა, რომელიც 4 წლამდე ასაკის არის.

შემთხვევა დღეს, თბილისში, დიდ დიღომში, ე.წ ბენდუქიძისბ დასახლებაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა ბუნებრივმა აირმა, რასაც აფეთქება მოჰყვა. დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი, ცოლ-ქმარი და 4 წლამდე ასაკის ბავშვი.

არსებული ინფორმაციით ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE