ხუთი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს 20 წელი მიესაჯა

301
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ახალციხის სასამართლომ 20 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელსაც ბრალად ედება 5 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა. შემთხვევა 2021 წლის 21 დეკემბერს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ:

“ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.”- ნათქვამია მთავარი -პროკურატურის ოფიციალურ ინფორმაციაში.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE