მამუკა გამყრელიძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ხელოვნური კრიზისი შექმნან

408
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ევროპელი დემოკრატები”-ს წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე ოპოზიციას მოუწოდებს ხელოვნური კრიზისი შექმნან. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ესენი {ქართული ოცნება} რუსებს არა თუ არ შეეწინააღმდეგებიან, არამედ კიდეც გაუხარდებათ ინტერვენცია, რადგან იმას კი ხვდებიან, რომ რუსები მათაც მოისვრიან ნაგავში, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ნაპარავს შეარჩენენ. აი, დასავლეთის შემთხვევაში კი ამის გარანტია არ აქვთ. ციხეც ელანდებათ ალბათ.

ჰოდა, ვისაც ილუზია აწუხებს, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდება, მინიმუმ ინფანტილური ჩერჩეტია. ამ გეგმასაც შარლ მიშელის შეთანხმების ბედი ელის.
გამოსავალი რა არისო მკითხავთ. მე მხოლოდ ერთს ვხედავ. პოლიტიკური კრიზისის შექმნას. ამისთვის კი ხმაურიანი გამცხადებები და ლაყბობა ტელევიზიებში არ არის საკმარისი. საპარლამენტო ოპოზიცია არ უნდა ჩაიკეტოს თავის “საპარლამენტო კლუბში”.

პირიქით, უნდა დაივიწყონ ეს აროგანტული მიდგომა. შეიერთონ არასაპარლამენტო ოპოზიცია. თავად დატოვონ პარლამენტი და ასე გამოიწვიონ პოლიტიკური კრიზისი. მშვიდი აკადემიური, “კლუბური”მუშაობით ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერაფერს მიიღებენ ვერც თვითონ და ვერც ქვეყანა”– წერს მამუკა გამყრელიძე.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE