ამერიკის საელჩო კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსმენების კანონის მიღებაზე

271
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.”- ნათქვამია ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში.

შეგახსენებთ. მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ის დაძლია.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE