თუ ოლიგარქი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინას შესწირავს, არ დასანქცირდება

866
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თუ ოლიგარქი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინის აღდგენის ფონდს შეწირავს, არ დასანქცირდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან – ეს არის ერთ-ერთი პირობა ოლიგარქებისთვის.

ამის შესახებ წერია უკრაინის მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე, სადაც გამოქვეყნებულია ე.წ შავი სია, რომლის წარმომადგენლებიც უკრაინის სანქცირების ქვეშ არიან ან შესაძლოა აღმოჩნდნენ.

არ დასანქცირდება ოლიგარქი, თუ:

1. საჯაროდ დაგმო ან სხვაგვარად გამოხატავს უთანხმოებას კრემლის პოლიტიკასთან მიმართებით

2. შეაჩერა რუსეთის მთავრობისადმი გადასახადების გადახდა შემოჭრის დასრულებამდე.

3. თავისი პირადი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს შეწაირავს ახლად შექმნილ უკრაინის აღდგენის ფონდს, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის მთავრობა

4. შეაჩერა ყველა ბიზნეს ოპერაცია რუსეთში.

 

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE