ჩხუბი და კეზერაშვილის მოთხოვნები “ნაც.მოძრაობაში” – ელისო კილაძის ახალი ინფორმაცია

927
წაკითხვა/ნახვა

7 სექტემბერს, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაანონსა,რომ ისაუბრებდა “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ განხეთქილებაზე.

მან დღეს მოკლე ინფორმაცია/ანონსი გაავრცელა, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ დავით კეზერაშვილი გეგმავს პეტრე ცისკარიშვილის გათავისუფლებას პარტიის მთავარი მდივნის თანამდებობიდან და აპირებს, რომ ის ლევან ხაბეიშვილით შეცვალოს.

კილაძის ცნობითვე, კეზერაშვილი ითხოვს, რომ პარტიიდან წავიდეს კობა ნაყოფიაც.

“მართალია, პეტრე ცისკარიშვილმა სუსის აგენტად გამომაცხადა, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობო საჯაროდ, რომ დავით კეზერაშვილი ენმ-ს გენერალური მდივნის პოსტიდან მის გადაყენებას და ლევან ხაბეიშვილით ჩანაცვლებას გეგმავს.

ის ასევე ითხოვს პარტიიდან კობა ნაყოფიას გაშვებას, გაშალა დახლი – წერს კილაძე.

მისივე თქმით, მელიასა და კეზერაშვილის ჩუხბის დეტალებზე მოგვიანებით დაწერს, რომელსაც ასევე შემოგთავაზებთ.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE