“ლგბტ” აღლუმების აკრძალვა – “კონსერვატიული მოძრაობა” პარლამენტს კანონპროექტის ინიცატივით მიმართავს (ვიდეო)

1084
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“კონსერვატიული მოძრაობა” (ალტ-ინფო) საქართველოს პარლამენტს მიმართავს კანონპროექტის ინიციატივით, რაც გულისხმობს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებას.

როგორც ზურაბ მახარაძემ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ლგბტ აღლუმების აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე.

მისივე ინფორმაციით, კომიტეტმა მათი წინადადება დასაშვებად ცნო და ინიციატივა აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ახლა საჭიროა პარტიის მხრიდან 25 ათასი მოქალაქის მხარდაჭერის დამადასტურებელი ხელმოწერების შეგროვება.

 

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE