ჩვენს ქვეყანას  დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ზოგადად, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის – პრემიერი

გაზიარება

ჩვენს ქვეყანას  დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ზოგადად, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა ქვეყნის როლს ენერგო რუკაზე და იმ დიდი პროექტების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოზე გადის.

“აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ვიზიარებ სრულად თქვენს შეფასებას. უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის როლს და სტატუსს.

ჩვენს ქვეყანას  დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ზოგადად, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას, არა მხოლოდ, როგორც ერთ აღებულ ქვეყანას აქვს მნიშვნელობა, არამედ, როგორც რეგიონში მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვან აქტორს და ფაქტორს ასევე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ჰარმონიული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან რეგიონში, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი.

ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, სტაბილური და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ყველა ფაქტორს, გარემოებას აქვს დიდი მნიშვნელობა“, –  განაცხადა პრემიერმა.