ტვ პირველის ჟურნალისტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზელენსკი დააიგნორა და უნგრეთის პრემიერს გაუღიმა

გაზიარება

ტვ პირველის ჟურნალისტის თქმით, ესპანეთში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დააიგნორა და უნგრეთის პრემიერს გაუღიმა. ამის შესახებ მან პრემიერის ესპანეთში ვიზიტის შესახებ,  საკუთარი მიმოხილვისას განაცხადა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე დიდი ხნით, ნახევარი წუთის განმავლობაში ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, თუმცა, მისივე თქმით, ღარიბაშვილი ვერ მოხვდა ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რითაც ჟურნალისტი ცდილობს ხაზი გაუსვას, ევროკავშირის ცუდ დამოკიდებულებაზე საქართველოს პრემიერის მიმართ.

ის ასევე კითხულობს, თუ რა დაუშავა ზელენსკიმ ღარიბაშვილს?!