ტელეკომპანია “იმედი”-ს ცნობით, გოგაშვილს 15 მილიონ ლარზე მეტის ქონება დაუყადაღდა

812
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირად ღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.

„ქრონიკისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომანქანა.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE