რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს მიიღებს

143
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იცვლება ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინი (სახელმძღვანელო წესი), რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს მიიღებს.

“კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის
მკურნალობაში. კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში
მოცემულ 6-თვიან სამკურნალო რეჟიმებს. ცვლილება, როგორც
რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022
წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

მულტიცენტრული კლინიკური კვლევა “Zenix“ ტუბერკულოზისა და
ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მასში
მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული
გუნდი. ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა
ეროვნული ცენტრის ექიმის ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობით და
კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით.

კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები
მონაწილეობდნენ. შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე
ჟურნალის – The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის
სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.”- ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE