ვის არ შეეხება სამხედრო მობილიზება რუსეთში? – სერგეი შოიგუს განმარტება (ვიდეო)

608
წაკითხვა/ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტელეკომპანია „Russia 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ იმოქმედებს წვევამდელებზე და  უნივერსიტეტის სტუდენტებზე.

„არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი რაიმე მობილიზებაზე, სტუდენტების, უნივერსიტეტის სტუდენტების გაწვევაზე და წასვლაზე, არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ კატეგორიის მოქალაქეების გამოძახება არ იგეგმება და მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ გააგრძელონ სწავლა.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ ეხება მათ, ვინც სამხედრო სამსახურშია გაწვეული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განმარგულებას ქვეყანაში ნახევრად მობილიზაციასთან დაკავშირებით და ეს ახსნა რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისა და დონბასის სრული გათავისუფლების მოტივით:

ვრცლად:

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE