ვახ, მოფრინდა ჩემი ჩიტი! ენმ-ს მენეჯმენტის ვიწრო წრეში მსჯელობა ყოფილა – ელისო კილაძე

გაზიარება

ელისო კილაძე ნაც.მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზე წერს და ამბობს, რომ პარტიის მენეჯმენტში  ნიკა მელიას გარიცხვასთან დაკავშირებით მსჯელობენ, რასაც პეტრე ცისკარიშვილი ეწინააღმდეგება.

“ვახ, მოფრინდა ჩემი ჩიტი. ენმ-ს მენეჯმენტის ვიწრო წრეში მსჯელობა ყოფილა, დრო მელიაზე მუშაობს, ამიტომ სჯობს პარტიიდან გავრიცხოთო.

პეტო (პეტრე ცისკარიშვილი) ყოფილა წინააღმდეგი, სხვები ხაბეს აგულიანებენ – მიდიო. სამშაბათს აპირებენ”- წერს ელისო კილაძე.