ლევან ხაბეიშვილის თქმით, დავით კეზერაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ამის შესახებ ამერიკის სახ.დეპ-ის ანგარიშში წერია

2152
წაკითხვა/ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის თქმით, დავით კეზერაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და ევროპულ რეზოლუციაში  წერია.

“ეს ადამიანი აღიარებულია პოლიტიკურ დევნილად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ და ასევე ევროპულ რეზოლუციაში, სადაც ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი”- განაცხადა ხაბეიშვილმა “ფორმულა”-სთან საუბრისას.

ამ კომენტარით ის გამოეხმაურა და გაემიჯნა ნიკა მელიას განცხადებას, როდესაც მან კეზერაშვილს ურჩია, დისტანცირდეს პოლიტიკური პროცესებიდან.

ხაბეიშვილი არ ეთანხმება მელიას ამ პოზიციას.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE