გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

271
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს და არქიტექტურულ- მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა.

დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს – კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი; მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ- მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.

გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.

IMG.GE
გაზიარება