რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებას არ მოითხოვს

384
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს არ მიუმართავს და არც გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს რუსების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნა, არ შეიმუშავა და არ გეგმავს მიმართვას ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების სავარაუდო იძულებით რუსეთში დაბრუნების შესახებ. “, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოქალაქეთა მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო ძებნილი პირები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან .

IMG.GE
გაზიარება