ოკუპირებული რეგიონების მიერთების შემდეგ, პუტინმა ხელი მოაწერა კონსტიტუციაში ცვლილებებს

205
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით,  რომელიც ეხება უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის მიერთებას რუსეთის ფედერაციიის შემადგენლობაში.

დოკუმენტი განთავსებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე.

23-27 სექტემბერს ჩატარდა რეფერენდუმი დონეცკის,  ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთშის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი”-ს ცნობით, დონეცკში ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შედეგების მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 99,23%-მა, ლუგანსკში – 98,42%, ხერსონის ოლქში – 87,05%, ხოლო ზაპოროჟიის ოლქში – 93,11%.-მა

30 სექტემბერს კი, რეფერენდურმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა მათ ხელმძღვანელებთან შეთანხმებებს რეგიონების რუსეთში მიღების შესახებ.

2022 წლის 4 ოქტომბერს კი ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ამ ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ.

IMG.GE
გაზიარება