სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა ავტომატურად ნიშნავს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ – ნიკა მაჭუტაძე

327
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა ავტომატურად ნიშნავს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ”– წერს სოციალურ ქსელში ნიკა მაჭუტაძე.

“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ერთი წელი.

ამ ერთ წელიწადში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა თავგანწირვის მაგალითები – ჩამოვიდა დევნილობიდან სამშობლოში, ჩაატარა შიმშილობის 50 დღიანი აქცია, გაუძლო წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას…

საკნიდან და პალატიდან იბრძვის სიცოცხლისთვის, იბრძვის საქართველოსთვის.
მისი პატიმრობა ამწუხრებს საქართველოს ყველა პატრიოტს და ახარებს რუსეთს, კრემლს.

ჯერ კიდევ როდის იმუქრებოდა პუტინი, კაცობრიობის ეს მტერი, რომ მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებდნენ საქართველოში. “ოცნების” ხელისუფლებამ პუტინის ეს მუქარა აღასრულა და აბსურდული ბრალდებებით ციხეში გამოამწყვდია მესამე პრეზიდენტი, რუსეთთან ომის მთავარსარდალი, ვინც იხსნა საქართველოს დამოუკიდებლობა 2008 წელს, ვინც ქვეყანა დაიცვა სრული ოკუპაციისგან.

პასუხი გასცა რა რუსულ ინტერვენციას, საქართველოს სამხედრო სიმამაცის სრული გამოვლინებით და საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით გაიმარჯვა ოკუპანტზე – არაღიარების პოლიტიკის ბრწყინვალედ წარმოებით და რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებით.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, არის სინდისის პატიმარი და ის რუსეთის მიერ დაწესებულ სასჯელს იხდის.

სააკაშვილი საქართველომ და ქართველმა ხალხმა კი არა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩასვა ციხეში. მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა ავტომატურად ნიშნავს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.”– წერს ნიკა მაჭუტაძე.

IMG.GE
გაზიარება