ვაპირებ მოსკოვში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას. მიმაჩნია, რომ ამით ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეებს გავაკეთებ – კოკა მორგოშია

272
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

TV “პირველი”-ს დღევანდელ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გაჩნდა კითხვები, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალე დავაფიქსირო შემდეგი: როგორც იცით მე ვარ პარტია “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო”-ს დამფუძნებელი. მიუხედავად ამისა ბოლო რამდენიმე თვეა მე პარტიის საქმიანობაში მონაწილეობას ვერ ვიღებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ბიზნესი. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად ისინი მართავენ პარტიულ საქმიანობას.

მე ვრჩები პარტიის აქტიურ მხარდამჭერად. როგორც უკვე აღვნიშნე, ვაპირებ მოსკოვში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას. მიმაჩნია, რომ ამით ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეებს გავაკეთებ.”– წერს კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში.

IMG.GE
გაზიარება