დეპუტატ ირაკლი ხახუბიას დღეს დაკრძალავენ, რის გამოც პარლამენტის სხდომა ხვალამდე გადაიდო

186
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ხახუბიას დაკრძალვის დღის გამო, პარლამენის პლენარული სხდომა 2 ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ხახუბია რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. 2017 წელს მას 21 წლის ვაჟი დაეღუპა. როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, ირაკლი ხახუბიას ამ დღის შემდეგ მძიმე ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რაც მის ჯანმრთელობაზეც აისახა.

 

IMG.GE
გაზიარება