ბათუმის თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარებიდან მოხსნა

1059
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბათუმის თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან მოხსნა. ამის მიზეზი კი გახდა მისი მხრიდან 2 დღის წინ, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში., გადაცემა “ჩვენ ოჯახში” გაკეთებული განცხადება, როდესაც მან დამაკნინებლად მოიხსენია აჭარის ერთ-ერთი მხარე და მის წარმომადგენელი ბავშვები.

“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები,” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

IMG.GE
გაზიარება