აფერუმ თქვენს “ვაჟკაცობას” და “სამართლიანობას” ბათუმის დრამატული თეატრის მესვეურებო – იღუმენია ქეთევანი

2685
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“დაუჯერებელია! ეს მართლა მოხდა?! და თუ მოხდა, მაშინ აფერუმ თქვენს “ვაჟკაცობას” და “სამართლიანობას” ბათუმის დრამატული თეატრის მესვეურებო!”– ასე ეხმიანება იღუმენია ქეთევანი ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხდევით,  მსახიობი თამარ მაყაშვილი, მის მიერ, ხულოელ ბავშვებზე გაკეთებული ხუმრობის გამო სპექტაკლებიდან მოხსნეს.

“ნუთუ ასეთი დაუნდობელი, კაციჭამიების მსგავსი ბარბაროსები ხართ მაღალი ხელოვნების მსახურნო! ამდენი ბოდიშის შემდეგ! თქვენი ეს “ბრძნული” გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უფლის მცნებებს, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მიღწეულ მთავარ ღირებულებებს – მოყვასის სიყვარულს, მიტევებას, პატიებას. რომელ ქრისტიანობაზეა საუბარი!

დარწმუნებული ვარ ამ უბადრუკი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები უცოდველი კრავის სახით დგანან ეკლესიაში (თუ შედიან საერთოდ!). კომუნისტების დროსაც არ ტარდებოდა ასეთი სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებები. ბარემ კოცონზე დაწვით! ბევრი გყავთ თამარასნაირი გული ადამიანი, ან მისნაირი უნიჭიერესი მსახიობი? არ იმსახურებს ეს კეთილი ადამიანი ასეთ დაუნდობელ მოპყრობას. სამაგალითოდ სჯით?! რა ვიცი, ღმერთის და ეკლესიის მტრები პატივში და დიდებაში გვყავს!

ნუთუ თამარ მაყაშვილს მათზე დიდი ბრალი მიუძღვის ღმერთის და ქვეყნის წინაშე! სირცხვილია! ბოდიში (თანაც უთვალავი) არ მიიღო “შეუცდომელმა” საზოგადოებამ! ვამხილეთ! დავსაჯეთ! ვაი, უგუნურებავ! როგორც წმინდა მამები ამბობენ, თუ ადამიანს ამხელ, უნდა ანუგეშო კიდეც. მხილება ძალიან სათუთი რამ არის და ხშირად უფრო საკუთარი თავის დამკვიდრების მცდელობაა, ვიდრე სამართლიანობისთვის ბრძოლა. “მტერსაც კი უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს, რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.” – ღირსი მამა ისიდორე პელუსიოტი. ასე რომ, ფრთხილად იყავით! ასმაგად არ დაგიბრუნდეთ ეგ ბოროტება! თამარ, ჩემო მაყო! შენ ხარ ოქრო! ღირსეული პიროვნება! პირველი ადამიანი ხარ, ვინც ასე საჯაროდ და გულწრფელად (ვისაც არ სჯერა, თავისი პრობლემაა) მოიხადა ბოდიში ამ ამპარტავან, თვითკმაყოფილ, გაბღენძილ საზოგადოებაში.”- წერს იღუმენია ქეთევანი.

ამ თემაზე:

ბათუმის თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარებიდან მოხსნა

IMG.GE
გაზიარება