დაუდევრობა თუ არაპროფესიონალიზმი – ჯანმრთელ გოგონას კლინიკაში უთხრეს, რომ შიდსი აქვს, რამაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა

877
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს შემთხვევა ბათუმში, 2022 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. ანა ანესაშვილმა, ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიტარა გამოკვლევა. რამდენიმე დღეში დაურეკეს და უთხრეს, რომ ჰქონდა შიდსი.

მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მას, სავარაუდოდ სხვა პაციენტის ანალიზის შედეგები გააცნეს, რადგან ანამ ორი დამატებითი კვლევა ჩაიტარა, რომელშიც უკვე აღარ აღმოჩნდა აღნიშნული დიაგნოზი, თუმცა, თავდაპირველმა პასუხებმა ახალგაზრდა ქალზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა დატოვა.

ამ საკითხზე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელსაც გთავაზობთ:

“19ოქტომბერი ფაქტობრივად გლოვის დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დაუდევარი ექიმების გამო მომისპეს ჯანმრთელობა…

გამანადგურეს ფსიქოლოგიურად და მიმიყვანეს სუიციდამდე… ერთ დღეში ნახევარი სიცოცხლე წამართვეს არაადამიანებმა

15 ოქტომბერს გავიკეთე კვლევები ბათუმში… 23-ში დაგეგმილი მქონდა ხელისმოწერა. კაბას მიკერავდა ატელიე, ტორტი შერჩეული, ნუ აი სულის ფანცქალით რომ ელი 23 დადგეს, ცამდე რომ ხარ გაბრწყინებული.

მირეკავენ 19-ში საღამოს და “ნაგლად”, პირდაპირ, უტაქტოდ და ნიშნისმოგებით მეუბნებიან რომ მაქვს შიდსი!!!

ფორმა იყო იმდენად შოკი, რომ ვხაოდი ენა ჩამივარდა, ვერც ვლაპარაკობ
ისტერიკული შეტევა მაქვს და ეს გოგო მეუბნება,  შენ ხომ ამბობდი რომ ყველა ანალიზი სუფთა მაქვსო, ჰოდა, არ გაქვს სუფთა, შიდსი ამოგივიდაო …

მეთქი, ხომ არ გაგიჟდი, რა შიდსი რას ბოდავ საერთოდ თქო?!
აუ კორექტულად მესაუბრეო, ხალხოო, ქალმა სიცოცხლე ჩამიკლა, განა ის კიარა, რომ აი რაღაც საეჭვო ამოვიდა ანა და მოდი გადავამოწმოთო!!!

არა, აი ასე, პირდაპირ სიცოცხლე გამინახევრა თავისი არაადამიანური ქცევებით…
რა თქმა უნდა, მოვიძიე კერძო ლაბორატორია ბათუმშივე და გადავამოწმეთ მეორე დღეს,  პასუხი მოვიდა 2 დღეში ნეგატივი…

ჩამოვედი თბილისშიც, ინფექციურშიც გავიკეთე ძირფესვიანი კვლევა, ნეგატივი.

ხალხო, მკვდარი ვარ ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი ეს აბსურდი იყო, ფსიქოლოგიურად მომსპეს. ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემ ცხოვრებაში. რისი ღირსები არიან ეხლა თქვენ მითხარით ჩემი გამმწარებისთვის?”– წერს ანა ანესაშვილი.

IMG.GE
გაზიარება