კომპანია “სოკარი”-ს სახელით თაღლითური კამპანია მიმდინარეობს და მოსახლეობას ფულის დაბანდებას სთავაზობენ

გაზიარება

კომპანია “სოკარი”-ს სახელით თაღლითური კამპანია მიმდინარეობს და მოსახლეობას ფულის დაბანდებას სთავაზობენ.

ამის შესახებ განცხადებას კომპანია “სოკარ – საქართველო” ავრცელებს.

ბოლო დროს, “სოკარ”-ის სახელით სხვადასხვა სახის შეტყობინებები ვრცელდება, რომლითაც მოსახლეობას  აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია გაფრთხილებთ, არ დაუჯეროთ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელოთ.

მომხმარებლებს სოკარის მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ოფიციალური წყაროებიდან (საიტი: ჰტტპ://შGP.GE , FB ოფიციალური გვერდი). ასევე, ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება შეგიძლიათ ცხელ ხაზზე: *0001.

 გთხოვთ, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებლად გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომ არ გახდეთ ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლი.”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდია,  კომპანიის სახელით აბსურდული სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც მოქალაქეებს სთავაზობენ  ინვესტირებას და ამის სანაცვლოდ მოგებას.

რეკლამა გაშვებულია როგორც Youtube-ს, ასევე ფეისბუქის პლატფორმაზე. რეკლამის აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ ვიდეომასალაში ნაჩვენები არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ნაჩვენებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვიდეოკადრები სხვადასხვა აქციებიდან და ასევე, მათ საიტზე გამოქვეყნებულია განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფოტოთი, თითქოს ისიც უშუალოდ არის ჩართული სოკარის კამპანიაში.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *