ოპოზიცია აპირებს, რომ პრეზიდენტს “მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით” მიმართოს

495
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოპოზიცია აპირებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “მიშელის სულისკვეთებით” მიმართონ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ამის შესახებ ფრაქცია “ლელო-საქართველოსთვის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერები მიშელის შეთანხმების თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების უფლების გამოყენებაზე. ჩვენ გვსურს, რომ მივმართოთ სწორედ ამ შეთანხმების სულისკვეთებით მას და ვთხოვოთ, რომ შესაბამისად გამოიყენოს საკუთარი უფლება. ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ პირადად შევხვდეთ მას და პირადად გავაცნოთ არგუმენტები თუ რატომ მიგვაჩნია ჩვენ დღეს ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

IMG.GE
გაზიარება