ყოველ დილას ვიღვიძებ იმის იმედით, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას – თინა ხიდაშელი

312
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყოველ დილას ვიღვიძებ იმის იმედით, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას – განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია საქართველოს ევროატლანტიკურ გზასა და 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან მიმართებით.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე – დაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმას, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ არა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი ანალიზით, ისტორიის ამ  მომენტში სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა არ აქვთ., შესაბამისადმ პრეზიდენტზე ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

IMG.GE
გაზიარება