ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და საჭიროა მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ

273
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და საჭიროებს საზრვარგარეთ “ტრანსფერს” (გადაყვანას)  ამის შესახებ მან დღეს, კლინიკა “ვივამედი”-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

“დაახლოებით, 3 კვირაა არ მინახავს, მაშინაც ძალიან, შესამჩნევად გამხდარი იყო. ახლა უფრო დაკლებულია, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამხდარია, ეს თვალშისაცემია. იცით, რომ ვირუსი ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელებულია, მაგრამ დღეს ტემპერატურა ჰქონდა და აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია, როგორც ექიმები საუბრობენ. დღეს დილიდან 38.5 ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან საყურადღებო ამბავია”, – თქვა დეკანოიძემ.

IMG.GE
გაზიარება