გედი ფოფხაძეზე ქორწილის სეფაში ეულად და ცუდად მოცეკვავე ნასვამი ადამიანი გამახსენდა – ბონდო მძინარაშვილი

741
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება გედი ფოფხაძის მიერ, სააპელაციო სასამართლოსთან გაკეთებულ განცხადებას “არდაშლასთან” დაკავშირებით.

“განა გარეგნობაზე ვამახვილებ ყურადღებას, ან დიქციაზე, – ღმერთმა დამიფაროს ასეთი დამოკიდებულებისგან ნებისმიერი ადამიანის მიმართ: არც მე ვარ აპოლონ ბელვედერელი და არც მე ვგრგვინავ, მაგრამ…

როცა სააპელაციო სასამართლოსთან გედი ფოფხაძის გამოსვლას მოვუსმინე, როგორ მოუწოდებდა ეკას, ვახოს, ელენეს, – ხალხისთვის მიემართათ, როცა მის პათოსს დავაკვირდი, ქორწილის სეფაში ეულად და ცუდად მოცეკვავე ნასვამი ადამიანი გამახსენდა, ხან ერთს რომ მიადგება გამოსაცეკვად, ხან – მეორეს, ხან – მესამეს და ყველა უარზეა!

დარწმუნებული ვარ, ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ სასამართლოს ეზოში მყოფთაც, – ამას რაღა უნდა, რა პროცესის ლიდერობა აუტყდაო!..
რათა, შვილო, რათა?! შენი მასშტაბი და გაქანება არ უნდა იცოდე?!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ამ თემაზე:

არსად არ ვიშლებით, დღეს უნდა დაიწყოს რაღაც ახალი – გედი ფოფხაძე (ვიდეო)

IMG.GE
გაზიარება