კეკლუცობის დრო დასრულდა – სხვა ვითარებაა. ამიტომ სწორი სახელის დარქმევა ძალიან მნიშვნელოვანია – თენგიზ გოგოტიშვილი

512
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“საკუთარ თავსაც შევუძახებ და საკუთარ კოლეგებსაც. კეკლუცობის დრო დასრულდა – სხვა ვითარებაა. ამიტომ სწორი სახელის დარქმევა ძალიან მნიშვნელოვანია.
1. მიხეილ სააკაშვილი არ არის უბრალოდ პატიმარი.
სწორი თქმაა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი;

2. მიხეილ სააკაშვილი თავს არ გრძნობს შეუძლოდ.
სწორი თქმაა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უმოწყალოდ ნაცემი და მოწამლული (საბუთი ხელში არ მიჭირავს, მაგრამ, ვიცი რა ღრუსეთის მეთოდები, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა);

3. ნიკა გვარამიას პატიმრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
სწორი თქმაა: ნიკა გვარამიას პატიმრობა გამორიცხავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას;

4. ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის პრორუსული.
სწორი თქმაა: ქართული ოცნების დე-ფაქტო რეჟიმი არის რუსული;

5. ბიძინა ივანიშვილი არ არის ქართველი ოლიგარქი.
სწორი თქმაა: ბორის ივანაშვილი არის რუსი ოლიგარქი.
აქედან გამომდინარე ყველა შედეგით”– წერს გოგოტიშვილი.

IMG.GE
გაზიარება