ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“ – თეა წულუკიანი

280
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. – ამის შესახებ  კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ამ „ზეროებისგან“  (ნულები) განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეგვიერთეთო, მაგრამ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარია ოპოზიციური გაერთიანების იდეით რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ.

IMG.GE
გაზიარება