ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა! მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

გაზიარება

„ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა. პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ქვეყნის ევროპულ გზაზე.”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა 124 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

“ცხადია, რომ მისი (მიხეილ სააკაშვილის) პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და შესაბამისად, ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში, პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება.

 ვულოცავ ქართველ ხალხს! საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *