IRI-ს გამოკითხვის მიხედვით, კვლავ “ქართული ოცნება” ლიდერობს

314
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა  “IRI” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. რომელიც ჩატარდა 2022  წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტპ,ნრის პერიოდში. სულ გამოიკითხა 1500 ადამიანი, რომელსაც აქვს საარჩევნო ხმის უფლება.

კითხვაზე – მომავალ კვირას რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?  შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება – 25 %

ნაციონალური მოძრაობა – 12 %

საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 3%

გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 3%

სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 2%

დროა – ელენე ხოშტარია – 2%

ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი – 2%

ხალხისთვის – ანა დოლიძე – 2%

გირჩი – 2%

პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი – 2%

ლელო – 1%

მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%

კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%

სხვები – 2%

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი – 11%

ხმას არ მივცემდი – 6%

არ ვიცი – 16%

უარი პასუხზე – 7%

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

IMG.GE
გაზიარება