პარტია “ლელო” და მისი ლიდერები არიან იმის მაგალითი, როგორ არ უნდა აკეთო პოლიტიკა – მერაბ მეტრეველი

711
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ლელო” და მისი ლიდერები არიან იმის მაგალითი, როგორ არ უნდა აკეთო პოლიტიკა. რომ ფულის შოვნის უნარი საერთოდ არ ნიშნავს არაფერს და ა.შ.
არადა, რა კარგი ხალხი შეკრიბეს….”– ასე ეხმიანება მერაბ მეტრეველი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვით, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა მხოლოდ 1 პროცენტი მისცემს ხმას პარტია “ლელო”-ს.

“IRI -ს კვლევის მიხედვით, 1 % – ზე დავიდა მათი რეიტინგი . ამხელა ადამიანური და ფინანსური რესურსის პარტიას უსწრებს თითქმის ყველა ორკაციანი და ასევე ორი
ერთქალიანი პარტია.”- წერს მერაბ მეტრეველი.

ამ თემაზე:

IRI-ს გამოკითხვის მიხედვით, კვლავ “ქართული ოცნება” ლიდერობს

IMG.GE
გაზიარება