ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დემენცია დაუდასტურდა (ვიდეო)

879
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატ ვალერი გელბახიანის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დემენცია დაუდასტურდა. ამის შესახებ მან 7 ნოემბერს, “ფორმულა”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

რა არის დემენცია?

დემენცია გულისხმობს ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალურ დაქვეითებას ცნობიერების დარღვევის გარეშე (Lishman, 1998). იგი უპირატესად, მაგრამ არა ყოველთვის, პროგრესირებს. დემენციას იწვევს ბევრი დაავადება  მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება.

დემენციის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა იწყება და გაუარესებაც სწრაფი არ არის. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მეხსიერების პრობლემებს, კონფუზიას, სირთულეებს საუბრისას, მაგალითად ადამიანი ვერ პოულობს სწორ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს საგანს ან მოქმედებას, კონცენტრირების, მიზნობრივი მოქმედების, მსჯელობის და დასაბუთების სირთულეებს,  სირთულეებს ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რაც დაკავშირებულია მათემატიკურ უნარებთან – ანგარიშის გადახდა, ფინანსების კონტროლი, ნაცნობ გარემოში დეზორიენტაციას და სხვა.

პროგრესირების შემთხვევაში პაციენტებს შეიძება შემდეგი სიმპტომებიც გამოუვლინდეთ:

  • აგრესიის ან ბრაზის ეპიზოდები,
  • ვერ ცნობენ ნაცნობ ადამიანებს და ოჯახის წევრებს,
  • დაკარგონ ყოვლედრიური უნარები, როგორიცაა საკვების მიღება, ჰიგიენური ჩვევები,
  • დაინახონ საგნები, რომლებიც რეალურად არ არის და ვერ აღიქვან არსებულ საგნები,
  • დაკარგონ კონტროლი შარდის და განავლის გამოყოფაზე

რა სახეები აქვს დემენციას?

დემენციას ბევრი განსხვავებული სახე აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილია შედარებით გავრცელებული ფორმები:

ალცჰეიმერის დაავადება – დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზია. ამ დროს ხდება ტვინის უჯრედების ნელი სიკვდილი დროთა განმავლობაში.

სისხლძარღვოვანი დემენცია – ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტვინის გარკვეული ნაწილი სისხლით ადეკვატურად არ მარაგდება. ეს შეიძლება მოხდეს როდესაც ტვინის სისხლძარღვი დაიცობა თრომბით (ინსულტი), ან სისხლძარღვები ვიწროვდება ასაკობრივი ცვლილებების ან მაღალი არტერიული წნევის გამო. დემენციის ეს ტიპი მეტად დამახასიათებელია ადამიანებისათვის, ვისაც ჰქონდა ინსულტი ან აქვს ინსულტის განვითარების მაღალი რისკი.

დემენცია პარკინსონის დაავადებისას – პარკინსონი თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ძირითადად მოძრაობას აზიანებს, ჩნდება დაჭიმულობა, ტრემორი, მოძრაობის შენელება. ზოგჯერ ამ დაავადების პროგრესირებისას ვითარდება დემენცია.

სხვა მიზეზები – მთელი რიგი ნევროლოგიური დაავადებები, თავის მრავლობითი ტრავმული დაზიანება და სხვა.

IMG.GE
გაზიარება