დღეს მთავრობა ერეკლე მეორის კულტს ამკვიდრებს, ოღონდ ძალიან ერთგანზომილებიანი ერეკლესი – ლევან ღამბაშიძე

239
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დღეს მთავრობა ერეკლე მეორის კულტს ამკვიდრებს, ოღონდ ძალიან ერთგანზომილებიანი ერეკლესი, როგორც კაცის, რომელმაც საქართველო და რუსეთი დააკავშირა. მორჩა. მეტი არაფერი”- წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

“2005 წელს გადმოასვენეს ქაქუცა ჩოლოყაშვილოს ნეშტი საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მალევე ორასლარიან ბანკნოტზე მისი პორტრეტი გამოსახეს. მალევე დაიდგა სპექტაკლი “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”.

ცალსახად, ორიითასიანებში მთავრობა ცდილობდა ქაქუცას კულტის დამკვიდრებას. და რა იყო ამ კულტის ფილოსოფია? რუსეთთან დაპირისპირება.

დღეს მთავრობა ერეკლე მეორის კულტს ამკვიდრებს, ოღონდ ძალიან ერთგანზომილებიანი ერეკლესი, როგორც კაცის, რომელმაც საქართველო და რუსეთი დააკავშირა. მორჩა. მეტი არაფერი. არც მისი მუდმივი ბრძოლა მტერთან, არც მისი პოლიტიკური გათვლები, არც კონტექსტი, რომელშიც რუსეთთან ტრაქტატი დაიდო, არც ამ ტრაქტატის დამანგრეველი შედეგები…. ეს ყველაფერი მთავრობისთვის უმნიშვნელოა, ვინაიდან მთავარი გზავნილი მხოლოდ ერთი უნდა იყოს: რუსეთთან ურთიერთობის დამყარება კარგია.

ზუსტად იგივენაირად უსვამდა ხაზს საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატს, როგორც დღეს აფეტიშებს მას ქართული ოცნება. თუ არ გჯერათ, ნახეთ ტრაქტატის მემორიალი გუდაურიდან ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე.”- წერს ლევან ღამბაშიძე.

IMG.GE
გაზიარება